მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიაში ბარები გაიხსნა, ეკლესიებში წირვა აღდგა

5ec2d58037c8e
თამთა ჯიჯავაძე
18.05.20 22:34
982
იტალია და ესპანეთი საკარანტინე ზომების შემსუბუქებას განაგრძობს. იტალიაში ბიზნესების უმრავლესობა, მათ შორის ბარები და სალონები უკვე გაიხსნა. ასევე კათოლიკურ ეკლესიებში აღდგა წირვა, თუმცა, დაცულია სოციალური დისტანცია და მორწმუნეებს უკეთიათ პირბადეები. სხვა რელიგიის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ აღადგინონ შესაბამისი ღონისძიებები.

შეზღუდვების მოხსნა კორონავირუსით დაინფიცირების დღიური ახალი შემთხვევების რაოდენობის და სიკვდილიანობის კლების პარალელურად ხორციელდება. მაგალითად, იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა პირველად ჩამოსცდა 100-ს მარტის შემდეგ და 99 შეადგინა.

ესპანეთში კი დღეს 39 დაინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა, ესეც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია კარანტინის გამოცხადების შემდეგ.