მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიაში COVID-ის ვაქცინებით აცრა მედიკოსებისთვის სავალდებულო ხდება

606580ea5362c
თათია კაკიაშვილი
01.04.21 12:18
1327

იტალიის პრემიერ მინისტრმა მარიო დრაგიმ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პირებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. მისივე თქმით, ეს არის ნაბიჯი, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის თავიდან აცილების ერთადერთი გზაა. ამის შესახებ „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს.

როგორც გამოცემა წერს, ქვეყნისთვის კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში პრობლემაა სამედიცინო მუშაკების გადაწყვეტილება, არ გაიკეთონ ვაქცინა. ქვეყნის მთავრობის მეთაურის თქმით, მედიკოსების ეს პოზიცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. ამასთან, მარიო დრაგის თქმით, ყველა ის სამედიცინო პერსონალი, ვინც ვაქცინის გაკეთებაზე უარს იტყვის, სამსახურის გარეშე დარჩება.

იტალიის ხელისუფლების ამგვარ მკაცრ დამოკიდებულებას აკრიტიკებენ იურისტები და ანალიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ ჯანდაცვის თანამშრომლებისთვის Covid-19 საწინააღმდეგო პრეპარატების იძულებით გაკეთების მოთხოვნა ქვეყანაში მოქალაქეების თავისუფალი ნების შესახებ მოქმედ კანონს არღვევს. თუმცა, ამის მიუხედავად, დრაგიმ აღნიშნა, რომ „ქვეყანა, რომელმაც COVID 19 ვირუსის გამო 100,000-ზე მეტი ადამიანი დაკარგა, "უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აღარ დააყენებს“.