მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიაში ყველა დასაქმებულისთვის კოვიდ-პასპორტის წარდგენა სავალდებულო ხდება

6143854419aba
თამთა ჯიჯავაძე
16.09.21 21:52
2359
იტალია იქნება პირველი ქვეყანა ევროპაში, სადაც ყველა დასაქმებულისთვის კოვიდ-პასპორტის წარდგენა სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იტალიის მთავრობამ წარადგინა წინადადება, რომლის მიხედვითაც ოქტომბრიდან, ვაქცინაციის ციფრული სერტიფიკატი როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორშიც სავალდებულო უნდა გახდეს. ინიციატივას მხარი მინისტრთა კაბინეტმა უკვე დაუჭირა.

გადაწყვეტილების მიზანს ვაქცინაციის წახალისება და ინფიცირების რიცხვის კლება წარმოადგენს, ვინაიდან ზამთრის მოახლოებასთან ერთად, კოვიდ-შემთხვევების რაოდენობის მატების საფრთხეც იზრდება.

ცნობისთვის, ამჟამად იტალიის 12+ მოსახლეობის თითქმის 75%-ი სულ მცირე ერთი დოზით უკვე აცრილია.