მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიის პრემიერი უცხოელ ტურისტებს ქვეყანაში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

60928f1848a82
ნათია თაქთაქიშვილი
06.05.21 00:15
924
იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი ტურისტებს მოუწოდებს საზაფხულო შვებულება მზიან იტალიაში გაატარონ. მისი თქმით, ტურისტებს შეუძლიათ წინასწარ დაჯავშნონ მათთვის სასურველი პერიოდი მოგზაურობისათვის. 

პრემიერის თქმით, იტალია მზად იქნება შეზღუდვების გარეშე მიიღოს ვაქცინირებული ტურისტები, რადგან ქვეყანა კოვიდ-პასპორტის შემოღებისთვის ემზადება.

„ამჟამად ქვეყანა კოვიდ-პასპორტების შემოღებაზე მუშაობს, თუმცა იტალიაში ადგილობრივი მოსახლეობა უკვე აქტიურად იყენებს ეგრეთ წოდებულ „მწვანე საშვებს“. „მწვანე საშვების“ მეშვეობით მათ უკვე თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა დრაგიმ.

მისივე განცხადებით, იტალიისთვის ტურიზმი მნიშვნელოვანია, რადგან ამ სექტორზე ქვეყნის მშპ-ს 13% მოდის.