29.მაისი .2020 14:35

ითანამშრომლეთ მთავრობასთან - პრემიერი გადამზიდავ კომპანიებს მიმართავს

views 404
უკან

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ სატვირთო ავტომობილების მძღოლების კონტროლი კორონავირუსზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

"დღეს გამოვლენილი 8 ახალი ინფიცირებულიდან 2 არის სატვირთო მანქანების მძღოლები. მინდა გადამზიდავი კომპანიების მფლობელებს მოვუწოდო, მჭიდროდ ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საკოორდინაციო შტაბთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რამეთუ მძღოლები, რომლებიც ტვირთებს გადაზიდავენ, არიან ყველაზე დიდი რისკის მატარებლები და მათი კონტროლი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მათ შორის ჩვენი მოქალაქეებისთვის", - განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა