მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იუსტიციის სამინისტრომ პასპორტის და პირადობის მოწმობის მკვეთრად გაძვირების მიზეზი დაასახელა

626fbe5177447
მარიამ ვარადაშვილი
02.05.22 17:30
5000
დღეიდან ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღების ფასი გაიზარდა. მთავრობამ შესაბამისი დადგენილება ჯერ კიდევ აპრილში გამოსცა.

ცვლილების მიხედვით, თუ პირველ მაისამდე ბიომეტრიული პასპორტის საფასური სრულწლოვანი პირისთვის 10 სამუშაო დღეში გაცემის შემთხვევაში 100 ლარი იყო, ახლა მისი ფასი 150 ლარს შეადგენს. პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების ფასი კი გაორმაგდა და 30-ის ნაცვლად 60 ლარი გახდა. 

იუსტიციის სამინისტროს ან მის სსიპ-ს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს არც გაძვირებამდე და არც შემდგომ ამ საკითხზე განმარტება არ გაუკეთებია. დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების არაერთი მცდელობის მიუხედავად, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ არ უპასუხა კითხვას, რამ გამოიწვია სახელმწიფო სერვისზე ფასის მატება.

კითხვაზე - რა გახდა დოკუმენტებზე ფასის გაზრდის მიზეზი, BMG-ის სერვისების განვითარების სააგენტოში მხოლოდ ის უთხრეს, რომ აღნიშნული დოკუმენტები 2011 წელს დადგენილი ფასებით გაიცემოდა, რაც შეიცვალა.

“2011 წლიდან პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის ფასი არ შეცვლილა და დღემდე იგივე ფასით გაიცემოდა. შემდეგ მოხდა ფასების გადახედვა და განახლება”, - აცხადებენ უწყებაში.

ვრცლად ნახეთ აქ: მაისიდან პირადობისა და ბიომეტრიული პასპორტის აღება ძვირდება