მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას კიდევ ველოდებით - ქავთარაძის პროგნოზი

6463b2fb83c82
ალა ისპირიანი
16.05.23 21:00
848
გასულ კვირაში სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამცირა და 10.5% ზე ჩამოვიდა. მარტში, დეკემბერთან შედარებით, საკრედიტო პორტფელის წლიური ზრდის ტემპი 1.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 13.8% შეადგინა.

Galt&Taggart-ის ეკონომისტის ლაშა ქავთარაძის თქმით, თუ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა სწორად არ გაატარა, 2024 წელს რყევები უფრო მაღალი იქნება, ამის თავიდან აცილებისთვის კი სებ-მა მიმდინარე წელს უნდა იზრუნოს.

„რყევები რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მიმდინარე წელს საჭიროა ოპტიმალური მონეტარული პოლიტიკის გატარება. ჩვენ, მინიმუმ 1 პროცენტული პუნქტით ველოდებით, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი იყოს წლის ბოლომდე შემცირებული. 10.5 არის მიმდინარე და 9.5-მდე უნდა ველოდოთ დიდი ალბათობით მიმდინარე წლის ბოლოს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას.

სებ-ის მონეტარული პოლიტიკის მაისის ანგარიშით, აღნიშნულ პერიოდში, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ზრდის ტემპმა მცირედით მოიკლო და 15.8% შეადგინა, ხოლო იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ზრდის ტემპი კი 3.6 პროცენტული პუნქტით, 11.6%-მდე, გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები