28.სექტემბერი .2020 10:00

ივანე მაჭავარიანი: დღგ-ს ავტომატური დაბრუნებით წელს 1 მილიარდი ლარი დაუბრუნდება ბიზნესს

views 263
უკან

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, დამატებული ღირებულების გადასახადის ავტომატური დაბრუნების პროგრამის ფარგლებში ბიზნესს 1 მილიარდ ლარზე მეტი დაუბრუნდება უკან. პროგრამის მიმდინარეობის შესახებ მაჭავარიანმა გადაცემა “Forbes-ის კვირიაში” ისაუბრა და თქვა, რომ იანვარ-სექტემბერში უკან დაბრუნებული თანხა უკვე მთლიანად 2019 წელს დაბრუნებული დღგ-ს ოდენობას აღემატება.

“სექტემბრის მდგომარეობით დავაბრუნეთ პრაქტიკულად იმდენივე დღგ, რაც შარშან მთელი წლის განმავლობაში. 2019 წელს იყო რეკორდული 620 მილიონი ლარი, წელს კი 1 მილიარდ ლარზე მეტს დავაბრუნდებთ. ამ 9 თვეში გვაქვს დაბრუნებული იმაზე მეტი, ვიდრე გასულ წელს მთლიანად და დარჩენილი თვეების განმავლობაში კი შესაძლებელია 2019 წლის მაჩვენებელი გავაორმაგოთ.

ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება ამ ფონზე, რადგანაც მას მძლავრი ეკონომიკური ეფექტი აქვს,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა