მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილი არაფორმალური მმართველია? - გახარიას პასუხი

60b4fefa506ba
თელარა გელანტია
31.05.21 19:17
1254
არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველი? - ეს კითხვა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს თოქშოუების წამყვანებთან შეხვედრისას ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა დაუსვა.

გიორგი გახარიამ კითხვას პირდაპირი პასუხი არ გასცა, მაგრამ თქვა, რომ "არაფორმალური მმართველობა ჩვენი ქვეყნის სისუსტეა".

ყოფილი პრემიერი იმასაც ამბობს, რომ საქართველოში მმართველობითი სისტემის სერიოზული პრობლემაა.

„გასაგებია, რომ მმართველობითი სისტემა არაა დაბალანსებული და სისტემის გარეთ მყოფი გარკვეული ჯგუფები სახელმწიფი ინსტიტუტებზე ზეგავლენას ახდენენ... რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მისი გავლენა ხელისულებაზე და საერთოდ პოლიტიკურ პროცესებზე არის დიდი და ეს არ დაწყებულა 12 წლის წინ... ეს მისი საქველმოქმედო საქმიანობითაც არის განპირობებული. ეს გავლენები, რომელიც მას ჰქონდა და ახლა არ ვიცი, აქვს აქვს თუ - არა, უნდა ჩანაცვლებულიყო ინსტიტუტების გაძლიერებით, თუმცა ამ კუთხით ბევრი არაფერი გაკეთებულა.

არაფორმალური მმართველობა ჩვენი ქვეყნის სისუსტეა. მაგალითად, ოპოზიციის ლიდერი შესულიყო თუ არა პარლამენტში, ამაზე პასუხის მისაღებად ის ჩავიდა უკრაინაში. ამდენად, სანამ ჩვენ ყველა ერთად არ დავამთავრებთ ამ არანორმალურობას, სულ გვექნება მიდრეკილება კერპების მიმართ. სამწუხაროდ, ეს არაა ერთი ადამიანის პრობლემა. ესაა საზოგადოების პრობლემა. ინსტიტუტების გაძლიერებაზე მუშაობა ყოველთვის ყველა ხელისუფლებას უჭირდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.