მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილი „ოცნების“ მთავარ შეცდომას ასახელებს და გუნდს ერთ რჩევას აძლევს

5ffdff86c2acf
ინგა მურუსიძე
13.01.21 00:05
2567
„ქართული ოცნების“ გადამდგარი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის აზრით, ხელისუფლებას სერიოზული შეცდომები არ დაუშვია. როგორც ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, "ოცნების" მთავრობას დიდი შეცდომები არ ჰქონია.

„უხეში შეცდომა არ დაგვიშვია; მიმართულება სწორი გვქონდა, გულწრფელები ვიყავით, შესაბამისად, ამ მხრივ ვერ დავიჩივლებ; როცა გულწრფელი ხარ, პირის ქარიც კი გეხმარება და ზურგიდან გიბერავს - გუნდში ვამბობთ ხოლმე“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

ერთადერთი შეცდომა, რაც მას სამაგალითოდ მიაჩნია, არასწორი საკადრო გადაწყვეტილებები იყო. „შეიძლება პოლიტიკური არჩევნების დროს საკადრო შეცდომები გვქონდა და არასწორი პიროვნებები ავარჩიეთ, მაგრამ ამანაც ვერ დააზარალა და ვერ შეაფერხა განვითარების პროცესი“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

რაც შეეხება ბოლო რჩევებს "ქართული ოცნებისთვის", რადგან ის ირწმუნება, რომ ხელისუფლებისთვის კონსულტაციის გაწევასაც არ აპირებს, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მას ძალიან უყვარს თვითკრიტიკა და გუნდსაც ურჩევს, პოლემიკაში და საღი აზრის მოსმენაში დიდი დრო გაატაროს, როგორც ამას თავადაც აკეთებდა.

„ჩემი გუნდი ძალიან მიყვარს და დიდი იმედი მაქვს, სწორად წაიყვანენ ქვეყანას. ვურჩევდი - არ მოერიდონ ოპონირებას, შიდა გუნდში მოხარშონ ყველა პრობლემა, ყველა კრიტიკული და კრიზისული სიტუაცია. ყველა აზრი უნდა მოისმინონ შიგნით და აზრის მოსმენის საშუალება უნდა მისცენ - ეს გამოცდილება აკლიათ ცოტა, ხათრი აქვთ, პატივისცემა და იმან თუ თქვა, არ ეწინააღმდეგებიან. მე ვფიქრობ, ამან გადამარჩინა უხეში შეცდომებისგან - მიყვარს პოლემიკა და საღი აზრის მიღებაში ვატარებ დიდ დროს, თუმცა საქმეს ვინც აკეთებს, მას აქვს გადაცდომები, მთავარია, დიდი შეცდომა არ დავუშვათ და ქვეყანა არ დავაზარალოთ“, - აღნიშნა ივანიშვილმა.