მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილი ყველაზე დიდი ქველმოქმედია ბოლო საუკუნის განმავლობაში - სერგეენკო

5ffd794e49a2b
ინგა მურუსიძე
12.01.21 14:30
692
„ეს ადამიანი არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, ვინც კი ყოფილა ბოლო საუკუნის განმავლობაში, რაოდენობრივადაც და თვისობრივადაც“, - ამის შესახებ დეპუტატმა, ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა დავით სერგეენკომ განაცხადა ბიძინა ივანიშვილის იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, ის პოლიტიკიდან საბოლოოდ წავიდა და "კერძო ცხოვრობას" უბრუნდება.

ამასთან, მილიარდერის თქმით, ქონების დიდი ნაწილი მან უკვე გადასცა საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" და მას და მის მეუღლეს მხოლოდ 200 მლნ დოლარი რჩებათ.

„ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან დიდი რესურსი დახარჯული ქვეყნის განვითარებისთვის. ის, თუ როგორ განკარგავს თანხას, რამდენს ტოვებს პირად განკარგვაში და რამდენს საქველმოქმედო საქმიანობაში, მისი გადასაწყვეტია. მე უადგილოდ ვთვლი საუბარს იმაზე, რომ ასე კი თქვა, მაგრამ სინამდვილეში ოფშორებში აქვს თანხები. ეს მისი ქონებაა და თავად განკარგავს, თანხის უდიდეს ნაწილს მოახმარს თავის ქვეყანას, ამიტომ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.