ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე კანონმდებლებმა მხარი დაუჭრის საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ მომზადებულ ანგარიშში კომპრომისული ცვლილებების შეტანას.
დოკუმენტის შესწორებულ ვერსიაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი საქართველოს აძლევს რეკომენდაციას, ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან აღმოიფხვრას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული პირადი გავლენა.
ხაზგასასმელია, რომ დოკუმენტის საწყის ვერსიაში პარლამენტი ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებდა, თუმცა ეს საკითხი კომიტეტის სხდომაზე გადაიხედა და სანქცირების მოთხოვნა მხოლოდ ზოგადი რეკომენდაციით ჩანაცვლდა.
"ევროპარლამენტი საქართველოს ურჩევს, ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საჯარო და სოციალურ ცხოვრებაში სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების გზით აღმოფხვრას გადაჭარბებული პირადი ინტერესების პრობლემა, განსაკუთრებით ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით", - წერია განახლებულ დოკუმენტში.
კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ქვეყანაში გადაჭარბებული პირადი ინტერესების შემცირება საქართველოსთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.
გარდა ამისა, განახლებულ დოკუმენტში კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება დასახელებული აღარ არის.
"TV მთავარის" ხელმძღვანელთან დაკავშირებით კომისია აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების წარმოება და სასამართლომ უნდა გადახედოს მიმდინარე საქმეებს მედიის სფეროს წარმომადგენლებთან დაკავშირებით, მათ შორის, უნდა გადაიხედოს ნიკა გვარამიას საქმეც.
ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გასამართლების შემდეგ, პარლამენტის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოყენება მანდატის ჩამორთმევის მიზნით, წარმოადგენს პოლიტიზებული მართლმსაჯულების დემონსტრაციას და ხელს უწყობს პოლარიზაციის პროცესს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი