07.ივლისი .2022 15:45

ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება უამრავი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას ნიშნავს - კობახიძე

ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება უამრავი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას ნიშნავს - კობახიძე
views 887
უკან

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის სანქცირება ქვეყანაში მრავალი საქველმოქმედო პროექტის გაჩერებას გამოიწვევს. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ვის რაში უნდა სჭირდებოდეს ეს ყველაფერი, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს, მათ შორის რატომ არის ამ ყველაფერში იგივე <დავით> არახამია ჩართული - ამაზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. რაც შეეხება თავად ბიძინა ივანიშვილის თანხებს, აქ ერთი რამ მინდა შეგახსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან გასვლის მომენტში, გასული წლის იანვარში განაცხადა, რომ ის საკუთარი ოჯახისთვის მხოლოდ 200 მლნ დოლარს იტოვებდა.

დანარჩენი თანხა, ეს ვრცელდება მათ შორის Credit Suisse-ში განთავსებულ თანხებზე, მთლიანად საქველმოქმედო ფონდში, საქველმოქმედო მიზნებისთვის მიემართებოდა.

ასეთ დროს, როდესაც ვიღაც არახამია საუბრობს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა დაუწესდეს სანქციები, ეს ნიშნავს არაერთი, უამრავი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას. ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებაზე საქართველოში უკვე ისედაც დახარჯული აქვს 3 მლნ დოლარი და მომავალშიც უამრავი პროექტია დაგეგმილი. მათ შორისაა ტაძრების მოვლა-პატრონობა, თეატრების აღდგენა, თბილისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია და ა.შ. ეს პროექტები ვიღაც არახამიას გამო რისკის ქვეშ დგება, რომელმაც თავის ქვეყანას შეუქმნა სერიოზული პრობლემები და ახლა მსგავსი პრობლემების შექმნა უნდა საქართველოსთვისაც. ასეთი სანქციები მატერიალური კუთხით ნიშნავს იმას, რომ უამრავი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელებულიყო თბილისის ან რეგიონების მოსახლეობისთვის, შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს უნდათ ამ ადამიანებს და უნდათ უარესი, რომელსაც მე არ ვიტყვი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა