მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისიდან საწოლფონდის გარკვეული დემობილიზაცია იწყება - გაბუნია

60d19b975f26b
ინგა მურუსიძე
22.06.21 12:16
582
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ივლისიდან მობილიზებული საწოლების დემობილიზაცია დაიწყება. გაბუნიას თქმით, ამჟამად ქვეყანაში თავისუფალია 3225 საწოლი.

„საწოლფონდი კვლავ მობილიზებული რჩება, მაგრამ ივლისიდან გარკვეული დემობილიზაცია დაიწყება, რადგან საწოლების ეს რაოდენობა ამ ეტაპზე საჭირო აღარ არის, ვინაიდან 3225 საწოლია თავისუფალი, ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა გაბუნიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 613, საიდანაც 2 698 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.