მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ივლისის ჯავშნები სულ შევსებული გვაქვს“ – „ბუდე“

60d729008ad2d
მარიამ იზორია
26.06.21 19:31
1869
მესტიაში მდებარე დასასვენებელი კოტეჯების „ბუდეს“ დამფუძნებელმა, თათია თეთრაშვილმა bm.ge-სთან ტურისტული სეზონის გააქტიურება შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ პანდემიის განმავლობაში მთლიანად ქართველ დამსვენებლებზე მუშაობდნენ, ახლა უკვე უცხო ქვეყნებიდან შემოსული ტურისტებიც მომრავლდნენ. 

„ივნისში ტურისტების აქტივობა საკმაოდ მაღალია, რაც შეეხება ივლისს, ჯავშნები სულ შევსებული გვაქვს, თუ ისევ არ ჩავიკეტეთ, ვფიქრობ, საკმაოდ აქტიური სეზონი გვექნება, აღსანიშნავია, რომ კოტეჯებზე მოთხოვნა ბევრად მაღალია, ვიდრე სხვა ტიპის სასტუმროებზე. ამაზე გავლენა პანდემიამაც მოახდინა, რადგან ადამიანებს შეზღუდვებიდან გამომდინარე, ბუნებაში დიდეზოიან კოტეჯებში დასვენება ურჩევნიათ, როდესაც კომენდანტის საათი იწყება მათ ოთახში გამოკეტვა არ უწევთ და დროს ეზოში მაინც ატარებენ.

კომენდანტის საათი ძალიან გვაფერხებს, მითუმეტეს ახლა, როცა ევროპის ჩემპიონატია, ტურისტების უმრავლესობას გარეთ გასვლა და ყურება უნდა, ხშირად ყოფილა, რომ დრო ისე გამორჩენიათ სასტუმროში დაბრუნება ვეღარ მოუსწრიათ და საბოლოოდ, სასტუმრომდე პოლიციას მოუცილებია“, - ამბობს „ბუდეს“ დამფუძნებელი.

ცნობისთვის, „ბუდე“ მესტიაში 10 კოტეჯს აერთიანებს და დამსვენებლებს ორ, სამ, ოთხ და ხუთადგილიან კოტეჯში განთავსებას, საუზმესა და ვახშამს სთავაზობს. ბიზნესში სულ 4 ადამიანია ჩართული, სამომავლოდ „ბუდე“ ერთ მთლიან კომპლექსად ჩამოყალიბებას გეგმავს, სადაც გაერთიანებული სპა, საუნა, აუზი და ღია ბარი იქნება.