მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში ეკონომიკა 9.9%-ით გაიზარდა - საქსტატი

612dd38b2a3b5
თელარა გელანტია
31.08.21 11:02
771
ივლისში ეკონომიკა 9.9%-ით გაიზარდა.

ეკონომიკის ზრდის წინასწარი მაჩვენებლები საქსტატმა რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.

საქსტატის თანახმად, 2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობასა და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.

2021 წლის 7 თვეში კი ეკონომიკის ზრდის ტემპმა 12.2% შეადგინა.

"აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ივლისთან შედარებით სახეზეა 3.9%-იანი ზრდა", - თქვა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.