მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული, 476 მლნ დოლარი მიიღო

630352410c7c0
მარიამ ვარადაშვილი
22.08.22 13:52
1310

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ივლისში საქართველოს 790.5 ათასი ვიზიტორი ეწვია. მათგან მიღებული შემოსავალი კი წელს რეკორდულ ნიშნულზეა.

კერძოდ, საერთაშორისო ვიზიტორებისგან ქვეყანამ ივლისში 476.1 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ჯამში ქვეყანამ მიმდინარე წლის 7 თვეში ტურიზმიდან 1.6 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი დააგენერირა. ივლისში მიღებული შემოსავალი კი თითქმის 271 მლნ დოლარით აღემატება გასული წლის ივლისის მაჩვენებელს.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში მიღებული შემოსავალი აჭარბებს პანდემიამდელ პერიოდსაც. 2019 წლის ივლისში ქვეყანამ ტურიზიდან ჯამში 80.7 მლნ დოლარით ნაკლები, 395.4 მლნ დოლარი მიიღო.