მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში აშშ-ში 4.8 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა

5eff068c24c20
ნათია თაქთაქიშვილი
03.07.20 21:39
1193
ივნისში აშშ-ში 4.8 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რამაც მოლოდინს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას The Hills-ი აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სამუშაო ადგილების ზრდა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებისა მოხსნისა და ეკონომიკის გახსნითაა განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი 11.1%-მდე შემცირდა.

ეკონომისტების პროგნოზით, ივნისის თვეში ამერიკაში 1 მილიონიდან 3 მილიონამდე სამუშაო ადგილი უნდა შექმნილიყო.

აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მონაცემებით, ივნისში 558,000 ადამიანი უმუშევრად დარჩა, რამაც უმუშევრობის საერთო რაოდენობა 2.8 მილიონამდე გაზარდა.