მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იყიდება ერთადერთი სახლი, რომელიც კუნძულზე დგას

633a7c2ceb15a
თათია კაკიაშვილი
03.10.22 23:00
2564
კუნძულზე, სახელად Ducks Ledges, რომელიც სულ 1,5 ჰექტარია, ვილა იყიდება - Wohoa Bay, რომლის ფასიც 339,000 აშშ დოლარია. კუნძული აშშ-ის და კანადის საზღვართანაა. ხოლო Wohoa Bay Ducks Ledges-ზე ერთადერთი სახლია, რომლის ამჟამინდელი მფლობელი უძრავი ქონების აგენტი ბილი მილიკენია.

მილიკენი ვილას 2007 წლიდან ფლობს და პოტენციურ მყიდველებს ბევრ საოცრებას ჰპირდება. მთავარი კი ისაა, რომ ვილაზე მცხოვრები ყოველდღიური ხმაურისგან და განათებებისგან თავისუფალი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ კუნძულზე ყოფნისას მეპატრონემ სხვა სივრცეებისგან თავი შეიძლება შორს იგრძნოს, სინამდვილეში ის ჯონსპორტიდან გემით 10 წუთის სავალზეა. მთავარი გამოწვევა ახლა Ducks Ledges-ის ვილის ღირებულებაა. ამასთან, პოტენციური მყიდველებისთვის არსებობს ერთი პირობაც - ყველა, ვინც დაინტერესებულია Ducks Island-ით, კუნძულზე ღამის გასათევად მზად უნდა იყოს. ეს ვილის ამჟამინდელი მფლობელის დაჟინებული სურვილია, იმისთვის, რომ ახალმოსახლემ კუნძულის ბუნებრივი ლანდშაფტის ღირებულება სწორად შეაფასოს და, ასევე, მის უცნაურობებსაც გაუმკლავდეს.

როცა კუნძულის მფლობელმა ბილი მილიკენმა ის შეიძინა, შენობა დანგრეული იყო. მშენებლობა კი არც ისე მარტივი იყო. მილიკენის თქმით, არსებული სამშენებლო კანონების გათვალისწინებით, წყლის სიახლოვეს, ყველაფრის ნულიდან დაწყება საკმაოდ გართულდა და დროშიც გაიწელა.

მთავარი ხიბლი, რაც Ducks Ledges-ის ვილას აქვს ისაა, რომ კუნძულზე ხეების ნაკლებობაა, რაც მფლობელს წყლის ხედებით ტკბობის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. რაც შეეხება შიდა ინტერიერს, სალონი მყუდროა და მასში ოთხი ადამიანი კომფორტულად ეტევა. შენობაში საწოლი დგას და დამატებითი სტუმრებისთვის გასაბერი ლეიბებიც გათვლილია.

რაც შეეხება სირთულეებს, წყალთან ასე ახლოს ყოფნის მთავარი მინუსი ქარიშხლის დროს წყალდიდობის რისკია. უამინდობა კი ოქტომბრიდან მაისამდე გრძელდება. თუმცა, სახლი ამ პირობების გათვალისწინებითაა აშენებული და, შესაბამისად, ქარიშხლებსაც უძლებს. ის იმ სიმაღლეზეა აშენებული, რომ წყალდიდობის დროს დატბორვის საშიშროება არ არსებობს.

კუნძულის მთავარი სილამაზით ტკბობა კი ზაფხულში ყველაზე მეტადაა შესაძლებელი, რა დროსაც წყალი თბილ ამინდში გამაგრილებელ ეფექტს იძლევა. ზამთარში კი ვილის შემოგარენი, ძირითადად, იყინება. თუმცა მის მფლობელს რთულ მეტეოროლოგიურ პირობებშიც კი შეუძლია თევზაობა და მიდიების მოპოვება.