მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იზღუდება გამოხატვის თავისუფლება, მივმართავთ მშვიდობიან პროტესტს - "ფრესკო" 24 საათით მუშაობას წყვეტს

5dd2d9e36a08c
BM.GE
18.11.19 21:41
2181
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო" გაფიცვას აცხადებს. კომპანიის მიერ საკუთარ Facebook-ზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, ქვეყანაში მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის ფონზე, ბიზნესს კანონის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის გარდა, სხვა გზა არ რჩება, რის გამოც, კომპანია 24 საათით სრულ გაფიცვას აცხადებს. 

"ძვირფასო მომხმარებლებო,

მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება - აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.

რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ ისეთი კანონმორჩილი კომპანიისთვის, როგორიც ფრესკოა მიუღებელია გასცდე კანონის ფარგლებს. ამიტომ, ჩვენი პროტესტის გამოხატვის ერთადერთ შესაძლებლობას ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქსელის მუშაობის დროებით შეჩერებაში - ერთი დღით, 2019 წლის 19 ნოემბრის 00:00 საათიდან, 2019 წლის 20 ნოემბრის 00:00 საათამდე დაიკეტება ფრესკოს ყველა სუპერმარკეტი. ეს არ არის მოწოდებითი განცხადება. ჩვენ ამ ფორმით ვაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე,"- ნათქვამია განცხადებაში.