მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო-ფარმაცევტულ კომპანიებს: გთხოვთ, პირბადეების ფასი ხელმისაწვდომი დარჩეს

5e577c6b27a4b
ინგა მურუსიძე
27.02.20 12:26
1232
ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტულ კომპანიებს მოუწოდებს, პირბადეების ფასი ხელმისაწვდომი დარჩეს, - ამის შესახებ bm.ge-ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ პირბადეების გაძვირების კომენტირებისას განუცხადა.

„ესეც გლობალური რეაქციაა. როგორც კი მოთხოვნა გაიზარდა, გლობალურ ბაზარზეც გაიზარდა ფასები და ეს აისახება საქართველოშიც პირბადის ფასზე. ჩვენი თხოვნა იქნება, რომ ხელმისაწვდომი დარჩეს ფასი, თუმცა ჩვენ არ გვაქვს ბერკეტი, რომ მკაცრად მოვუწოდოთ ფარმაცევტულ კომპანიებს, მივუთითოთ, რა ფასად გაყიდოს ის პროდუქტი, რაც გლობალურ ბაზარზე შეიძინა გარკვეული პირობებით. სამწუხაროდ, ესეც გლობალური ტენდენციაა, ფასმა ყველგან მოიმატა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ: გუშინ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციის გავრცელებისთანავე მოქალაქეების უმრავლესობა აფთიაქებში პირბადეების საყიდლად მივიდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, აფთიაქების უმრავლესობას პირბადეების მარაგი არ აქვს.