საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში, ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნა და ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების გაფართოება იგეგმება.
ამ მიზნით, უწყებაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის წევრებიც თელ-ავივში, ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულებით წამყვან, სახელმწიფო კლინიკებში- Sheba Tel Hashomer Hospital“, “Ichilov Medical Center“ და “Hadassah Medical Center იმყოფებოდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა კლინიკების ხელმძღვანელებთან და კლინიცისტებთან შეხვედრები გამართეს და ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების მიმართულებით დანერგილ პრაქტიკასა და გამოცდილებას გაეცნენ. '
"მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. შეხვედრები გაიმართა ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც, რომლებიც არასაბიუჯეტო თანხების მობილიზებით და საყოველთაო სოლიდარობით, ისრაელში, ბავშვთა ონკოლოგიური სერვისების განვითარებას უწყობენ ხელს.
თელ-ავივში, ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის ვიზიტი ისრაელში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში ისრაელის ელჩ ჰადას მეიცადის ხელშეწყობით გაიმართა. შეხვედრებში, სამუშაო ჯგუფთან ერთად, მონაწილეობდა საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია.
საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნის პროცესში უწყება განვითარებული ქვეყნების (საუკეთესო) გამოცდილების გაზიარებასა და პროცესში, უცხოელი ექსპერტების ჩართვას გეგმავს. ისრაელის შემდეგ, სამუშაო ჯგუფის წევრები, ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების მიმართულებით არსებულ პრაქტიკას გერმანიაში გაეცნობიან", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს პრესრელიზში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი