მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეფ ბეზოსი ძმასთან ერთად კოსმოსში გაფრენას აპირებს

60be1cad3175d
ნათია თაქთაქიშვილი
07.06.21 17:46
598
Amazon-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ჯეფ ბეზოსი ძმასთან ერთად კოსმოსში გაფრენას საკუთარი კოსმოსური კომპანია Blue Origin-ის მეშვეობით აპირებს. კოსმოსური ხომალდების კომპანია 20 ივლისს პირველ მისიას განახორციელებს და ადამიანებს კოსმოსში გაიყვანს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ჯეფ ბეზოსმა ამის შესახებ პოსტი Instagram-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ „კოსმოსში მოგზაურობა მისი ცხოვრების ოცნებაა“.

„20 ივლისს, მე და ჩემი ძმა სათავგადასავლო მოგზაურობას ვგეგმავთ. ეს იქნება ყველაზე დიდი თავგადასავალი ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად“, -დაწერა ბეზოსმა Instagram-ზე.

გამოცემა წერს, რომ Forbes-ის მიხედვით ამჟამად მილიარდერის ქონება 186.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.