მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე მაკენზი სკოტი მასწავლებელზე დაქორწინდა

604653674ac42
თამთა ჯიჯავაძე
08.03.21 20:44
2227
მილიარდერმა და ფილანთროპმა მაკენზი სკოტმა კიდევ ერთხელ იქორწინა. 2019 წელს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთან, ჯეფ ბეზოსთან გაყრის შემდეგ, სკოტი სიეტლელ მასწავლებელს დენ ჯიუვიტს გაჰყვა ცოლად.

„მე დავქორწინდი ერთ-ერთ ყველაზე გულუხვ და კეთილ ადამიანზე, და შევუერთდი მას, რათა დიდი ფინანსური რესურსებით გავუწიო სხვებს დახმარება“, -დაწერა ჯიუვიტმა.

როგორც ცნობილია, მაკენზი სკოტი თავის ოთხ შვილთან და მეუღლე დენთან ერთად სიეტლში იცხოვრებს.

ცნობისთვის, ორი წლის წინ მაკენზი სკოტი ჯეფ ბეზოსს 25-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაეყარა. ამ გაყრას მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული გაყრა უწოდეს. განქორწინების შედეგად მაკენზი სკოტმა Amazon-ის აქციების ნაწილი მიიღო. ახლა მისი ქონება $53 მილიარდს შეადგენს.

თუმცა, მაკენზი სკოტმა მილიარდობით დოლარი უკვე შესწირა ქველმოქმედებას. მაგალითად, გასული წლის დეკემბერში მან 384 ორგანიზაციას $4.2 მილიარდის ოდენობის თანხა გადაურიცხა. ხელახლა ქორწინების შემდეგ სკოტმა განაცხადა, რომ მისი ფილანთროპიული გეგმები არ იცვლება.