მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეკ მა აშშ-ს 1 მილიონ ნიღაბს და კორონავირუსის 500,000 ტესტს გადასცემს

5e6f61fce1e97
ნათია თაქთაქიშვილი
16.03.20 15:31
1332
ჩინელი მილიარდერი და Alibaba-ს თანადამფუძნებელი ჯეკ მა აშშ-ს 1 მილიონ სამედიცინო ნიღაბს და 500,000 კორონავირუსის გამოსავლენ ტესტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ჩემი ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია განვაცხადო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროული, სწრაფი ტესტირება და ნიღბები სამედიცინო პერსონალისთვის. ეს ის წინაპირობებია, რაც უზრუნველყოფს კორონავირუსის გავრცელების შეჩერებას. ვიმედოვნებ, რომ ეს დონაცია აშშ-ს პანდემიასთან ბრძოლაში დაეხმარება“, - დაწერა ჯეკ მამ Twitter-სა და Weibo-ზე.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჯეკ მამ 2 მარტს უკვე გადასცა 1 მილიონი სამედიცინო ნიღაბი იაპონიას,  6 მარტს კი - ირანს.

11 მარტს, მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ 1.8 მილიონ სამედიცინო ნიღაბს და კორონავირუსის გამოსავლენ 100,000 ტესტს გადასცემს ევროპასაც. დონაციის პირველი ნაწილი ბელგიას მიეწოდება.

ის უახლოეს მომავალში ასევე გეგმავს საჭირო ინვენტარით დაეხმაროს იტალიასა და საფრანგეთს კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.