მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეკ მა WHO-ს 100 მლნ ნიღაბს გადასცემს

5e9eac756e0c8
ნათია თაქთაქიშვილი
21.04.20 14:29
950
ონლაინ გაყიდვების პლატფორმა Alibaba-ს დამფუძნებელი, მილიარდერი ჯეკ მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 100 მილიონ ნიღაბს, 1 მილიონ N95 ნიღაბს და 1 მილიონ ტესტს გადასცემს.

ამის შესახებ ჯეკ მამ Twitter-ის გვერდზე დაწერა.

ჩინელმა მილიარდერმა იქამდე დამცავი აღჭურვილობა და ტესტები აფრიკის 54 ქვეყანას გადასცა. აფრიკის ქვეყნებისთვის განკუთვნილი დონაცია მოიცავდა 4.6 მილიონ ნიღაბს, ნახევარ მილიონ კორონავირუსის დასადგენ ტესტს, 300 სასუნთქ აპარატს, 200, 000 ერთჯერად სამედიცინო სამოსს, 200,000 სახის „ფარს“, 100 ცალ ტემპერტაურის სკანერს და 500,000 წყვილ ხელთათმანს.

21 აპრილის მონაცემებით, აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსით ინფიცირების 22,513 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, 1,126 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელდა 5,534 ინფიცირებული.