„საქნახშირი“ შახტის 3-დღიანი გაჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს - ამის შესახებ კომპანიის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ სოცკიმ ჟურნალისტებს „საქნახშირში“ მრჩეველთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა, რომელიც 13:00 საათზე დაიწყო და ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
მიხაილ სოცკიმ ტყიბულის შახტაში აფეთქების შედეგად 1 ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე მწუხარება გამოთქვა და თქვა, რომ მომხდართან დაკავშირებით კომპანია პრესკონფერენციას გამართავს.
„22:10 საათზე მოხდა აფეთქება, დაშავდნენ ადამიანები, 1 ადამიანი დაიღუპა. ძალიან საშინელი ფაქტია. ვცდილობთ სიტუაციაში გარკვევას. გუშინდელი დღიდან მუშაობს კომისია, რომელიც ადგენს ავარიის მიზეზებს.
20 წუთში გაიმართება მრჩეველთა საბჭოს სხდომა. ჯერჯერობით, მივიღებთ შახტის 3-დღიანი გაჩერების გადაწყვეტილებას. შემდეგ უკვე კომისიის შედეგები გვიჩვენებს. როგორ გაგრძელდება შემდგომი სამუშაოები, ეს კომისიის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ორი დღის განმავლობაში სიტუაციის სრულ ანალიზს მოვახდენთ და მომხდარის მიზეზების შესახებ პრესკონფერენციას გავმართავთ“, - განაცხადა მიხაილ სოცკიმ.
შეგახსენებთ, რომ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციუს სამსახურმა გაავრცელა, რომლის თანახმად, პირველადი დათვალიერებით ადგილზე შრომის უსაფრთხოების რეგლამენტის რამდენიმე სახის დარღვევა გამოიკვეთა, რადგანაც შახტაში აფეთქება ისეთი პირობების დროს განხორციელდა, როდესაც აფეთქების წარმოება არ შეიძლებოდა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ შახტაში აფეთქებების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება