მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯორჯიან მანგანეზი და SOCAR-ი პარტნიორები გახდნენ (R)

6335ae289c3e0
ინგა მურუსიძე
29.09.22 18:34
679
პარტნიორობის ფარგლებში, „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" ავტოგასამართ სადგურებზე ექსკლუზიური შეთავაზებით ისარგებლებენ.

ორ კომპანიას შორის პარტნიორობის მიზანია, „ჯორჯიან მანგანეზის“ ექვსი ათას თანამშრომელზე ზრუნვა და მათთვის საუკეთესო სერვისებზე, პროდუქტებზე, შეთავაზებებსა და აქციებზე ექსკლუზიური წვდომის უზრუნველყოფა.

შესაბამისი შეთანხმება კომპანიებს შორის უკვე გაფორმდა, რაც საწვავსა და ბუნებრივ აირზე ფასდაკლებასთან ერთად, სოკარის აპლიკაციის საშუალებით ქულების დაგროვებასაც ითვალისწინებს.

„გვჯერა, რომ "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" პარტნიორობა უდიდეს შესაძლებლობებს შექმნის ჩვენს თანამშრომლებში. აღნიშნული სერვისით მიღებული სარგებელი, გაუმარტივებს მათ ცხოვრების პირობებს. უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა არ არის მარტივი, თუმცა კომპანია იღებს პასუხისმგებლობას და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ წლიდან წლამდე მეტი სოციალური სარგებელი შევთავაზოთ ჩვენს თანამშრომლებს. კომპანია მომავალშიც გეგმავს სხვა პარტნიორებთანაც თანამშრომლობას, რათა „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული თავს გრძნობდეს ღირსეულად. ნამდვილად მეამაყება, რომ ხანგრძლივი მუშაობით და სწორი პოლიტიკით ჩვენ მოვახერხეთ, რომ „ჯორჯიან მანგანეზში“ მუშაობის დაწყება გამხდარიყო პრესტიჟული, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში,“ განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა მარიამ ქუთათელაძემ.

„მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შანსი, დაგვეწყო თანამშრომლობა "ჯორჯიან მანგანეზთან". გვჯერა, რომ ერთობლივი ძალებით, თანდათანობით, შევძლებთ გავაუმჯობესოთ და გავაჯანსაღოთ ბიზნეს გარემო და შევქმნათ ღირსეული საკადრო პოლიტიკის მაგალითი,” - განაცხადა სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორმა ნოდარ ყანჩაველმა.

თანამშრომლობა გულისხმობს განსაკუთრებულ ფასდაკლებას საწვავზე და სხვადასხვა ტიპის სპეციალურ აქციებს, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტულად GM-ის თანამშრომლებზე.

ინფორმაციისთვის, სურვილის შემთხვევაში, "ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომელს შეუძლია საწვავი ვებ-გვერდის www.sgp.ge, ან აპლიკაციით SOCAR Geo გამოყენებითაც შეიძინოს. საწვავის შეძენისას გროვდება ქულები, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ისევ საწვავის შესაძენად, კომუნალური გადახდებისთვის, მობილური ბალანსის შესავსებად და ა.შ.