მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან მანგანეზი" მაღაროში მუშის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

5da95ddc3c70e
BM.GE
18.10.19 10:37
806
კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” ჭიათურაში მუშის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანია მიუთითებს, გუშინ, დაახლოებით 21:00 საათზე, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში "ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომელი, 29 წლის გ.ბ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა.

“ამ დროისთვის "ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს.

"ჯორჯიან მანგანეზი" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს”,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.