მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე "პროგრეს ბანკის" საქმეზე საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობისთვის მზადაა

5db188538904f
თათია ჩაფიჩაძე
24.10.19 15:16
849
"პროგრეს ბანკის" საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შემთხვევაში თბილისის მერი კახა კალაძე საგამოძიებო უწყებებთან ითანამშრომლებს.

როგორც თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის აუდიტის მიერ ჩატარებული კვლევის დოკუმენტაციას ამდრომდე ელოდება.

"არასერიოზული ვუწოდე ამ ადამიანების(მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე) განცხადებას, თუმცა დღემდე ველოდები აუდიტის მიერ ჩატარებულ კვლევას და დოკუმენტის, ე.წ. საბუთის წარმოდგენას. ამავე დროს ჩვენ მოვისმინეთ თიბისი ბანკის ერთ-ერთი წარმომადენელის განცხადება, მან აღნიშნა, რომ ასეთი არაფერი ჩატარებულა. ერთადერთი რაც გაკეთდა, დაედგინათ ფასის შესაბამისობა იმ აქტივების რა თანხასაც ისინი იხდიდნენ.

მიზანი მარტივია, თავისი სავარაუდო დანაშაულის და შეუსრულებელი ვალდებულებები იქნას გადაფარული. დაკითხვის აუცილებლობის შემთხვევაში რათქმაუნდა ვითანამშრომლებ გამოძიებასთან"- განაცხადა კალაძემ.

რამდენიმე კვირის წინ „მთავარი არხის“ ეთერში მამუკა ხაზარაძემ გაიხსენა 2016 წელი, როცა „თიბისი ბანკი“ „რესპუბლიკა ბანკის“ შეძენას გეგმავდა, მაგრამ მისი მტკიცებით, მაშინ ეროვნულმა ბანკმა ტრანზაქცია უმიზეზოდ შეაჩერა. ხაზარაძის თქმითვე, აღნიშნული საკითხი მან ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთი საუბრისას წამოჭრა, რა დროსაც ივანიშვილმა მას უთხრა, რომ თუ „პროგრეს ბანკსაც“ იყიდდა, იქნებ ეს საკითხიც გამოსულიყო, თუმცა "პროგრეს ბანკის" აუდიტორული შემოწმების შემდეგ ფულის გათეთრებაზე გაჩნდა ეჭვი.

ხაზარაძეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა უპასუხა. მესტვირიშვილის თქმით, დოკუმენტაცია, რაზეც გასული დღეების განმავლობაში მიმდინარეობს საუბარი, ეროვნულ ბანკში არ ინახება. მან "თიბისი ბანკს" მოუწოდა, რომ თუ ბანკში ინახება დოკუმენტაცია, სადაც სს “პროგრეს ბანკში” განხორციელებული საეჭვო ტრანზაქციები არის ასახული, სამართალდამცავებსა და ეროვნულ ბანკს მიაწოდონ.

განცხადება გააკეთა კახა კალაძემაც:

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, "პროგრესს ბანკს" არანაირი შეხება ფულის გათეთრებასთან არ ჰქონია, - ამის შესახებ კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე იტყუება და არანაირი აუდიტორული დასკვნა არ ჩატარებულა.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ „პროგრეს ბანკი“ 2007 წელს დააფუძნა; 2013 წელს კალაძემ ბანკის საკონტროლო პაკეტი - 78% ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას გადასცა, რომლის უკანაც ბიზნესმენი ილია გავრილოვი იდგა, ბანკის 22%-ის მფლობელი კი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. 2016 წელს „პროგრეს ბანკის“ აქციების ნაწილი მამუკა ხაზარაძემ „ბანკ რესპუბლიკასთან“ ერთად იყიდა.