მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე "რიყის დოქების" გაყიდვას ეჭვქვეშ აყენებს - "არ ვიცი, რამდენად გადაიხდიან 95 მლნ ლარს"

5e32d8c170fb3
ვიქტორია მღებრიშვილი
30.01.20 17:20
1131
„არ ვიცი რამდენად რეალური იქნება და რამდენად გადაიხდიან ადამიანები 95 მლნ ლარს“, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას, თბილისის მერმა კახა კალაძემ, დღეს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მიერ ე.წ. რიყის დოქების აუქციონის წესით საპრივატიზაციოდ გამოტანა.

კახა კალაძის თქმით, ინვესტორები „რიყის დოქებით“ იმ შემთხვევაშიც არ დაინტერესდნენ, როდესაც მათ ამ ქონებას სიმბოლურ ფასად - 1 ლარად სთავაზობდნენ.

„ჩვენ არაერთი მოლაპარაკება გვქონდა ინვესტორებთან, მზად ვიყავით, ერთ ლარად საინვესტიციო ვალდებულებებით გადაგვეცა მათთვის ეს ობიექტი, ოღონდ მოეწესრიგებინათ და ჩაეტარებინათ სარემონტო სამუშაოები, თუმცა არავინ დაინტერესდა. დღეს, ოფიციალურად არის გამოტანილი, რომ გაიყიდოს, თუმცა არ ვიცი რამდენად რეალური იქნება და რამდენად გადაიხიან ადამიანები 95 მლნ ლარს, მაშინ როდესაც დაახლოებით 20 მლნ-ის სამუშაოებია ჩასატარებელი, რომ მთლიანად მოწესრიგდეს, რემონტი ჩატარდეს და რაიმე კონკრეტული ფუნქცია მიენიჭოს“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ობიექტი აუქციონის წესით არ გაიყიდება, სახელმწიფო უნდა გამონახოს რესურსი, რათა თავად გააკეთოს „რიყის დოქები“.

„ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ მდგომარეობაში ყოფნა, რა მდგომარეობაშიც ახლაა დოქები - არ არის კარგი, ცუდია!

უნდა გამოიძებნოს დამატებითი თანხები, თუ ვერ მოხდება გასხვისება შეიძლება გადაწვეტილება იქნეს მიღებული, რომ ჩვენ თვითონვე გავაკეთოთ“, - ამბობს კახა კალაძე.