მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კამუსიას" ხელნაკეთი თოჯინებით ამერიკული კომპანია დაინტერესდა

6060059cc31fe
მარიამ იზორია
29.03.21 09:00
1654
ამერიკული კომპანია ბრენდ „კამუსიასთან“ თანამშრომლობის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს. სიახლის შესახებ bm.ge-სთან ბრენდის დამფუძნებელმა ისაუბრა. ლიკა ქობალიას თქმით, მოლაპარაკებების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

„ამერიკულმა კომპანიამ, რომლის სახელსაც ჯერჯერობით, შეგნებულად არ ვასახელებთ, მას შემდეგ შეგვნიშნა, რაც ბერნი სანდერსის ცნობილ ინაუგურაციის ფოტოზე თოჯინა შევქმენით. დაინტერესებულ სხვადასხვა ქვეყანას შორის შტატები ყოველთვის ლიდერობდა, ახლაც ვუგზავნით რამდენიმე კომპანიას მათი თანამშრომლების პროტოტიპ თოჯინებს"- აღნიშნა ქობალიამ. 

პანდემიამ და კომენდანტის საათმა „კამუსიაზეც“ იქონია გავლენა, რადგან როგორც ლიკა ქობალია ამბობს, ჩაკეტილმა საზღვრებმა ხელი შეუშალა თოჯინებისთვის საჭირო მასალის შემოტანს და დამზადების პროცესიც დროში გადავადდა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ბრენდის დამფუძნებლები აქტიურად მუშაობენ სიახლეებზე, ისინი აპირებენ შექმნან პროდუქტი, რომელიც არ იქნება მხოლოდ ინდივიდუალურ შეკვეთებზე დამოკიდებული და როგორც საქართველოში, ასევე შტატებში გაიყიდება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი დედა-შვილის მიერ დაფუძნებული ხელნაკეთი პროტოტიპი თოჯინების ბრენდი „კამუსია“, დაახლოებით, 3 წელია, რაც ბაზარზე ოპირირებს, სტანდარტული თოჯინის ღირებულება 200 ლარია. სურვილისამებრ, დამატებით სამოსსა და აქსესუარებს თანხა ემატება.