მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანადამ Moderna-ს კოვიდ-ვაქცინას ავტორიზაცია მისცა

5fe4838772b01
ნათია თაქთაქიშვილი
24.12.20 21:00
1065
კანადამ Moderna-ს კოვიდ-ვაქცინას ავტორიზაცია მისცა. ქვეყანა წლის ბოლომდე Moderna-ს ვაქცინის 168 000 დოზას მიიღებს, ხოლო 31 იანვრისთვის Pfizer/BioNTech ვაქცინის 1,2 მილიონი დოზა ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კანადა კორონავირუსის მეორე ტალღის მოლოდინშია და შესაბამისად ცდილობს მომზადებული შეხვდეს ინფიცირების გაზრდილ შემთხვევებს. აღსანიშნავია, რომ ჯამში კანადას დაახლოებით 80 მილიონი დოზა ვაქცინა ესაჭიროება.

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ტრუდომ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის ახალი შტამის გამო კანადა დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლას 6 იანვრის ჩათვლით შეწყვეტს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კანადაში გამოვლენლია ინფიცირების 521 509 შემთხვევა, მათ შორის 14 425 პაციენტი გარდაიცვალა.