მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანადაში Uber-ით მარიხუანის შეკვეთა შესაძლებელი ხდება - BBC

619ceb66c35bf
ნათია თაქთაქიშვილი
23.11.21 21:05
665
კანადაში, ონტარიოს მცხოვრებლები უახლოეს პერიოდში Uber Eats-ის აპლიკაციით მარიხუანას შეკვეთას შეძლებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Uber Eats-ის მომხმარებელს მოუწევს, აპლიკაციაში დაადასტუროს საკუთარი ასაკი და შეკვეთას სასურველ მისამართზე ერთი საათის განმავლობაში მიიღებს.

მომსახურების დასანერგად, Uber-ი Tokyo Smoke-თან თანამშრომლობს.

კანადაში მარიხუანის მოხმარება 2018 წლიდან ლეგალურია, თუმცა ბაზრის უდიდეს ნაწილს ისევ არალეგალური მწარმოებლები აკონტროლებენ.

Uber-ის თქმით, Tokyo Smoke-თან თანამშრომლობა ზრდასრულ მოსახლეობას შორის ლეგალური და ჯანსაღი პროდუქციის გავრცელებას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნია, რომ ქვეყანაში მარიხუანას ბაზარი წელიწადში, დაახლოებით, 4 მილიარდ დოლარს აგენერირებს.