მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარანტინის წესების დარღვევისთვის სანქციები დაწესდება

5e7097ad08dbd
ინგა მურუსიძე
17.03.20 13:25
1718
კარანტინის წესების დარღვევისთვის სანქციები დაწესდება, - აღნიშნული ინიციატივით პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოვიდა.

მან ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს მიმართა, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აღნიშნულ საკითხს დაარეგულირებს.

„ვეხმაურები კორონავირუსთან დაკავშირებულ ვითარებას; საქართველო ამ მომენტისთვის ეფექტურად ახერხებს ვირუსის შეკავებას. ეს არის პანდემია, მსოფლიო გამოწვევა, ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ ვითარების შენარჩუნება და მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მხარდაჭერა იმ ზომების მიმართ, რომელიც ქვეყანაში ახლა ტარდება. პარლამენტის მხრიდან არსებობს მზაობა და ვთხოვ უმრავლესობის ლიდერს, დაამუშაოს საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ დაჩქარებული წესით განვიხილავთ და რომელიც შეეხება კარანტინის წესის დამრღვევთ მიმართ სანქციების დაწესებას. იქნება ეს ადმინისტრაციული თუ სხვა ზომები“, - განაცხადა თალაკვაძემ.