მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარდიოქირურგიული კლინიკებისთვის ახალი სანებართვო პირობები ამოქმედდება

5dd50780b8d68
სალომე მეცხვარიშვილი
20.11.19 13:28
1338
კარდიოქირურგიული სამედიცინო დაწესებულებებისთვის ახალი სანებართვო პირობები ამოქმედდება,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს.

“მზადდება და 1-2 კვირაში გამოქვეყნდება კარდიოქირურგიისთვის ახალი სანებართვო პირობები, რის მომზადებაშიც მთელი პროფეისული საზოგადოება იყო ჩართული. დღეს მოქმედი ყველა კლინიკა ამ ნებართვებს ასე პირდაპირ და მარტივად ვერ დააკმაყოფილებს, რადგან პირობები ითვალისწინებს ხარისხის მოთხოვნებს და ეს ხარისხის მოთხოვნები გათვალისწინებულია იმ ტარიფებში, რომლებიც ჩვენ დავთვალეთ”,- აცხადებს თამარ გაბუნია.