„კარფურმა,“ რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, კიდევ ერთი ახალი ჰიპერმარკეტი გახსნა, ამჯერად ქუთაისში.
ახალი ჰიპერმარკეტი, რომლის კარიც მომხმარებლებისათვის 25 აგვისტოს გაიხსნა, იმერეთში ბრენდის რიგით პირველი ჰიპერმარკეტია, საქართველოს მასშტაბით კი მის მეოთხე ფილიალს წარმოადგენს. სამი ჰიპერამრკეტი უკვე ფუნქციონირებს თბილისსა და ბათუმში. ჯამში კარფური საქართველოში 50 მაღაზიით არის წარმოდგენილი და წლის ბოლომდე კიდევ 10 ფილიალის გახსნას გეგმავს.
5,300 მ 2 სივრცის მქონე ახალი ჰიპერმარკეტი ჟიული შარტავას ქუჩა 2-ში, სავაჭრო ცენტრ „ვესთ ფოინთში“ მდებარეობს და მომხმარებელს ყოველდღიურად, დილის 9:30 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე მოემსახურება.
კარფურის ახალი ფილიალი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო საქონლის ფართო არჩევანს, როგორიცაა ახალი ხილი და ბოსტნეული, ბიო პროდუქტები, ბავშვის მოვლა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, თავის მოვლის საშუალებები, „კარფურის“ ბრენდის ექსკლუზიური პროდუქტები, პირადი ჰიგიენის ნივთები და ტექსტილი.
უფრო მეტიც, ახალი ფილიალი მომხმარებლებს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს, როგორიცაა თვითმომსახურების სალაროები, კაფე და ჯანსაღი პროდუქცია, რომელიც მომხმარებლის თვალწინ მზადდება, მათ შორის ცომეული - პური, ხაჭაპური, პიცა, ასევე, სუში და სენდვიჩები.
აღსანიშნავია, რომ „კარფურის“ პირველი ჰიპერმარკეტი 2012 წელს გაიხსნა „თბილისი მოლში.“ მას შემდეგ, ფრანგული ბრენდი მომხმარებლებს შეუდარებელი, საერთაშორისო სავაჭრო გამოცდილებით, ხელმისაწვდომი ფასებითა და უმაღლესი ხარისხის ჯანსაღი პროდუქტებით ამარაგებს.
ბრენდმა 2021 წელს მრავალი ახალი მაღაზია გახსნა ქვეყნის მასშტაბით, რაც უფრო მეტ დასაქმების შესაძლებლობას ქმნის და ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას, რაც ორმაგად მნიშვნელოვანია პანდემიით გამოწვეულ, რთულ პერიოდში.
„კარფურის“ წვლილი ეკონომიკის განვითარებაში სამართლიანად შეფასდა ახლახანს, როდესაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ კომპანია საქართველოში უმსხვილესი ინვესტორების ათეულში დასახელდა.
როგორც რეგიონიდან შექმნილი ბრენდი, რეგიონისთვის, „კარფური“ აგრძელებს ქართველი ფერმერების აქტიურ მხარდაჭერას და მომხმარებელს ყოველდღიურად ამარაგებს ახალი, ჯანსაღი ადგილობრივი პროდუქტებით უშუალოდ ფერმერებისგან.
„კარფური“ ამჟამად საქართველოში 2500 ადამიანს ასაქმებს და გეგმავს კიდევ 1200 თანამშრომლის დასაქმებას მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში, რაც მეტ სარგებელს მოუტანს მომწოდებლებს, ფერმერებს და შესაბამისად, გააძლიერებს სოფლის მეურნეობის სექტორს.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი