მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კარფური“ - საერთაშორისო დღე პლასტიკური ჩანთების გარეშე

64a27dbb3e5c9
BM.GE
03.07.23 12:15
386
„კარფური“, ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უმსხვილესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ეკომეგობრულ დღეს აღნიშნავს.

ფრანგული ბრენდისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მდგარდი განვითარება და ეკოლოგიაზე ზრუნვა, რასაც ხაზს უსვამს ბრენდის მიერ არაერთი გარემოსდაცვითი კამპანიისა და სიახლეების დანერგვა, მათ შორის მრავალჯერადი ჩანთების და ელექტრონული ქვითრების შესაძლებლობა.

„კარფური“ მრავალი წელია რეალურ ნაბიჯებს დგამს გარემოს დაცვით საკითხებში პოლიეთილენის პარკების გამოყენების შემცირებითა და მრავალჯერადი ჩანთების დანერგვით. სხვადასხვა გარემოსდაცვითი კამპანიებისა და მომხმარებლების წახალისების შედეგად, ცელოფნის პარკების გამოყენება კარფურში 80%-ით შემცირდა, ხოლო მრავალჯერადი გამოყენების ჩანთების მოხმარება 120% -ით გაიზარდა.

„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომლის მიზანია გაზარდოს მომხმარებელთა კმაყოფილება ყველა მიმართულებით და შექმნას დაუვიწყარი მომენტები, ყველასათვის ყოველდღე.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები