მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კარფურის“ აპლიკაციით ონლაინ შოპინგი უკვე ბათუმის მასშტაბითაცაა შესაძლებელი ®

62c567d51b5f5
BM.GE
06.07.22 15:20
1680
4 ივლისიდან ბათუმის მაცხოვრებლებსა და დამსვენებლებს კარფური სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს, განახლებული მობილური აპლიკაციით სარგებლობა უკვე ბათუმშიცაა შესაძლებელი.

აპლიკაციაში მომხმარებელს შეუძლია როგორც სასურველი პროდუქტების სახლიდან გაუსვლელად შეძენა ასევე:
„მაი ქლაბის“ ქულების დაგროვება და მათი გამოყენება გადახდისას, სპეციალური ფასდაკლების პრომო კოდებით სარგებლობა, სიახლეებისა და აქციების შესახებ შეტყობინებების მიღება და მრავალი სხვა სასარგებლო შემოთავაზებით სარგებლობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სასიამოვნო სიახლესთან ერთად კარფურის ონლაინ შოპინგის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო მიწოდების სერვისით მთელი თვის (ივლისის) განმავლობაში.

კომპანია „კარფური,“ რომელიც საქართველოში წარმოდგენილია „მაჯიდ ალ ფუტაიმის“ მიერ, ყოველთვის მოწინავე იყო მომხმარებლებზე ზრუნვისა და განსაკუთრებული შემოთავაზებების კუთხით. ციფრულ ზრდაზე ფოკუსირებით, ფრანგული ბრენდი მიზნად ისახავს, მოსახერხებელი მომსახურება შესთავაზოს თავის მომხმარებელს.

ამ ერთგულების და პასუხისმგებლობის კიდევ ერთი დასტურია ახალი ციფრული სერვისის – Carrefour Now-ს დანერგვა, აპლიკაციის საშუალებით, „კარფურში“ შოპინგი უკვე სახლიდან გაუსვლელადაც გახდა ხელმისაწვდომი. ციფრული სერვისი უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ შეკვეთილი პროდუქციის მიწოდებას მობილური მოწყობილობების მეშვეობით.

მობილური აპლიკაცია სახელწოდებით MAF CARREFOUR ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS სისტემისთვის და ამ ეტაპზე, მოქმედებს მხოლოდ თბილისის და უკვე ბათუმის მასშტაბით.

აპლიკაციის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს.

განახლებული კატეგორიების ჩამონათვალი უფრო ადვილს და კომფორტულს ხდის შოპინგს.

ონლაინ პლატფორმაში, ასევე, ხელმისაწვდომია ლოიალობის პროგრამა MyCLUB, რომელიც მომხმარებელს ქულების დაგროვებასთან ერთად, საშუალებას აძლევს გადაიხადოს ამავე ქულების მეშვეობით და ისარგებლოს განსაკუთრებული შეთავაზებებით.

„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომლის მიზანია გაზარდოს მომხმარებელთა კმაყოფილება ყველა მიმართულებით. ბრენდის ფიზიკური და ციფრული გაფართოება აქტიურად გრძელდება. „კარფური“ სულ უფრო მეტ სასიამოვნო სიახლესა და სიურპრიზებს შესთავაზებს თავის ერთგულ მომხმარებლებს, საქართველოში ოპერირების 10 წლის იუბილესთან დაკავაშირებით.