მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარგი დამთხვევაა, რომ UNWTO-მ 2020 წელი აგრო და სოფლის ტურიზმის წლად გამოაცხადა - პოლოლიკაშვილი

5ec007fb154fb
ვიქტორია მღებრიშვილი
19.05.20 09:00
876
"ჩვენ მიმდინარე წელი გამოვაცხადეთ აგრარული და სოფლის ტურიზმის წლად და ეს კარგი დამთხვევაა" - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა Forbes Talk-ში, პანდემიის პირობებში, ტურისტული პროდუქტების განვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულების - აგრო და სოფლის ტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს რეგიონებში ტურიზმის დარგში დასაქმებულთა ზრდას.

„ჩვენ საკმაოდ დიდი საინფორმაციო ცოდნა გაგვაჩნია იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად განვავითაროთ სხვადასხვა ტიპის პროდუქტები. 15-20 წლის წინ არავინ ჰყოფდა ტურიზმს სხვადასხვა მიმართულებებად, მაგრამ მაგალითად, დღეს ძალიან განვითარებულია და ბევრი ქვეყანა აკეთებს აქცენტს გასტრო ტურიზმზე, ასევე, ურბანულ ტურიზმზე. გვაქვს ძალიან პროფილური მიდგომა და პროფილური პროდუქტები, რაც ხელს უწყობს სახელმწიფოს, რომ განვითარდეს სამთო-სათხილამურო კურორტები, საქმიანი ტურიზმი... ამას დაემატა შოპინგ ტურიზმი, ღვინის ტურიზმი და არის სხვადასხვა ტიპის პროდუქტები, რომელსაც ჩვენ ძალიან სწრაფად უკვე, ადაპტირებული მეთოდებით განვავითარებთ; ამა თუ იმ ქვეყნებს ვუწევთ მსგავსი ტიპის კონსულტაციას და შემდგომ უკვე ვახორციელებთ მათთან ერთად აღნიშნულ პროექტებს“, - აღნიშნა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.