მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კარგი იქნება თუ 2019 წლის გაყიდვებს მივუახლოვდებით“ – Diplomat Holding

619dfd9eec6b6
ვიქტორია მღებრიშვილი
28.11.21 18:00
857
ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანია „დიპლომატ ჰოლდინგი“ პარტნიორის დიმიტრი შენგელიას შეფასებით, 2021 წელს თუ კომპანია 2019 წლის გაყიდვების მაჩვენებელს მიუახლოვდება კარგი იქნება. ამის შესახებ მან BM.GE-სთან კომპანიის ფინანსურ მაჩვენებელზე საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ინფლაციური პროცესებია გააქტიურებული, პროდუქციის იმპორტი, გასულ წელთან შედარებით გაზრდილია.

„2020 წელთან შედარებით იმპორტის მოცულობა გაიზარდა, თუმცა 2019 წელთან შედარებით თითქმის იგივეა. გასულ წელს პანდემიის გამო ყველაფერი ჩაკვდა, გაყიდვები ძალიან დაბალი იყო, ხალხი გარეთ არ გადიოდა და მოთხოვნაც არ იყო. წელს ჩვენ გამოვდივართ იმ კრიზისიდან, რომელშიც 2020 წელს ვიყავით. ეს ტენდეცია არამხოლოდ დისტრიბუციასა და იმპორტში, არამედ ყველა დარგშია.

თუ წელს 2019 წლის მაჩვენებელს მივუახლოვდებით ძალიან კარგი იქნება. ამისთვის ვიბრძვით და ამის იმედი გვაქვს“, - განმარტა დიმიტრი შენგელიამ.

ცნობისთვის: „დიპლომატ ჰოლდინგი“ საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც ყოველდღიური მოხმარების 1 000-ზე მეტი დასახელების საკვები პროდუქტის დისტრიბუციას 2002 წლიდან ახორციელებს და საქართველოს მასშტაბით 5 000-მდე ობიექტს ამარაგებს. კომპანია 200-ზე მეტ სამუშაო ადგილს ქმნის.