ნორვეგიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი - „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის’’ საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ BDO-სთან პარტნიორობით 10 თვეა მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში, პროგრამის განმახორციელებელ პარტნიორებთან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და „ფონდ ტასოსთან“ მომუშავე ქალებს BDO აკადემიის და BDO-ს ბიზნეს კონსულტაციების გუნდის მიერ ჩაუტარდათ ტრენინგ კურსები და პერსონალური ქოუჩინგი ბიზნესის განვითარების სხვადასხვა მიმართულებებით. კერძოდ, საქართველოს ყველა რეგიონიდან შერჩეულ 200-მდე მცირე მეწარმე ქალისთვის პროექტის ბოლომდე BDO-ს გუნდის მიერ ჩატარდება აღნიშნული პროექტისთვის საორგანიზაციო ღონისძიებები, საკონსულტაციო შეხვედრები და ტრენინგები თემებზე:
• პროდუქტის განვითარება და მენეჯმენტი
• ბიზნეს გეგმის შედგენა
• ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები
• მარკეტინგისა და გაყიდვების საფუძვლები
• ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები
• ფინანსური ანგარიშგებების კომპონენტები
• ბიზნესის ფორმები და გადასახადების სახეები.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს ფერმერთა ასოციაცის მიერ შერჩეული 100 მცირე მეწარმე ქალიდან, BDO Academy-ის გუნდის მიერ დატრენინგდა 95 მონაწილე, რომელთაგანაც 65-მა შექმნა და წარადგინა საკუთარი ბიზნესის გეგმა და მათთვის ბიზნეს გეგმის საკონსულტაციო სამუშაოები და პერსონალური ქოუჩინგი შეასრულა BDO-ს ბიზნეს კონსულტაციების გუნდმა. „ფონდი ტასოს“ კომპონენტის ფარგლებში ჩართული დამწყები მცირე მეწარმე ქალიდან პროექტის ბოლომდე გადამზადდება 100 მონაწილე.
სალექციო კურსის დასრულების შემდეგ, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსის კომპონენტში მონაწილეობა მიიღო 80 ქალმა, საიდანაც 36 ქალზე გაიცა გრანტი. ხოლო „ფონდი ტასოს“ ფარგლებში, 2022 წლის კონკურსის „ქალთა შემოსავლის მომტანი საქმიანობის მხარდასაჭერად“ მონაწილეობა მიიღო 143-მა ქალმა, საიდანაც დაფინანსდა 58 პროექტი.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში 2001 წლიდან მუშაობს პოლიტიკის კანონმდებლობის, ინსტიტუტებისა და ფართო საზოგადოების დონეზე, რათა მიაღწიოს ხელშესახებ შედეგებს ქალთა გენდერული თანასწორობის თუ ეკონომიკური გაძლიერების კუთხით. ასევე, პროექტის პარტნიორები არიან „ფონდი ტასო“, ქალთა ეროვნული ფონდი, რომელიც სოციალური მობილიზაციის მეთოდოლოგიით მუშაობს მოწყვლადი ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, რომლის მიზანიც პროექტის ფარგლებში ქალი ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერებაა.
BDO არის გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების შესახებ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ერთობლივი ინიციატივის ხელმომწერი, რითაც გამოხატავს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას სამუშაო ადგილზე, ბაზარსა თუ საზოგადოებაში.
ჩვენი გუნდისთვის ეს პროექტი შესანიშნავი შესაძლებლობაა, გავუზიაროთ BDO-ს მრავალმხრივი გამოცდილება და ცოდნა მცირე მეწარმე ქალებს მათი ეკონომიკური გაძლიერების მიზნით.
BDO საქართველო განაგრძობს მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრირებას კომპანიის ბიზნეს მოდელში და ქალთა გაძლიერების პრინციპების ადვოკატირებას ყველა შესაძლო პლატფორმით.
რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში?
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება