მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარლ ჰარცელი: პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება

6034c8d27a46b
შოთა ტყეშელაშვილი
23.02.21 13:20
834
საქართველოში ევროკავშირის ელჩი დღეს დილით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში საპოლიციო ძალების შეჭრას და პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა. მის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდა. 

"ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს.

პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება.

ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ქვეყნისა და საქართველოს ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს.

საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარი არ უნდა ითქვას," - აცხადებს საქართველოში EU-ს ელჩი კარლ ჰარცელი.

ნიკა მელია დღეს, პარტიის ოფისში დააკავეს. სპეციალური დანიშნულების რაზმმა ოფისში წიწაკის სპრეი გაუშვა, რის შემდეგაც მელიას მხარდამჭერებმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლეს და სპეცრაზმმა მელია დააკავა.

მომხდარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე შეფასებები უკვე მოჰყვა. ისინი საქართველოს მთავრობას თავშეკავებისკენ და დემოკრატიის ერთგულებისკენ მოუწოდებენ.