მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გეგმავს თუ არა პოლიტიკურ აქტივობას ნიკა გილაური? - ყოფილი პრემიერის განმარტება

6424066e51922
BM.GE
29.03.23 13:41
1224
გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებული განცხადება ჩემ შესახებ არის სრული სიცრუე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სოციალურ ქსელში თავის გვერდზე წერს.

საქმე ის არის, რომ გუშინ დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში თქვა, რომ ნიკა გილაური ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ქმნის პარტიას, რომელშიც ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე გაერთიანდებიან.

„ძვირფასო, facebook-მეგობრებო - 10 წელია არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და არცერთი ინტერვიუ (პოლიტიკურ თემაზე) არ მიმიცია. არც გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე ვაპირებდი გამოხმაურებას, მაგრამ იმის გამო, რომ მერე ვინმემ არ თქვას, „გაჩუმება ნაწილობრივ მაინც თანხმობის ნიშანიაო“ ან „თუ ეგრე არ იყო, ფბ-ზე დაგეწერა მაინცო“, ვწერ - გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებული აბსოლუტურად ყველა განცხადება ჩემ შესახებ არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა - მართლა ვიყავი საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2009 – 2012 წლებში და მართლა ბევრი კარგი რამე მაქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული“, - აცხადებს ნიკა გილაური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები