ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, აქციის მშვიდობიანი გზით გაგრძელებაზე ისაუბრა.
მან თქვა, რომ აქციაზე ისე უნდა ვიდგეთ, როგორც - სამსახურში. მან ასევე მმართველი პარტიის წევრების მათ ოჯახებთან დამოკიდებულებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ბევრი მათგანი წნეხს ოჯახისგან იგრძნობს.
"არ გაგვიჭირდება, რომ აქ, როგორც სამსახურში ისე ვიდგეთ. ხვალ, მჯერა, კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით. მჯერა, რომ "ქართული ოცნების" წიაღში ძალიან ბერი ბიუროკრატი უდიდეს საკუთარი ოჯახის წევრებისგან უდიდეს წნეხს იგრძნობს და ბოლო-ბოლო ერთმანეთს ოჯახში ეტყვიან, გასაგებია, მაგრამ არის ბიძინა ივანიშვილი და არის საქართველო. საქართველო მთავარი ფასეულობაა. ბევრი დედა და მამა ეტყვის ბევრ პროკურორს და სპეცრაზმელს, დაანებე ამ ბიძინა ივანიშვილს თავი, რადგან საქართველოა მთავარი ფასეულობა.
ამ კატეგორიის საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ბედავენ რომ აქ დგომით რუბიკონი გადალახონ, ჩვენ მათ გამბედაობას შევძენთ", - თქვა მელიამ.