13.ივლისი .2020 15:28

კატალონია მკაცრი კარანტინის რეჟიმს აწესებს

views 1070
უკან

ესპანეთში, კატალონიის რეგიონში მკაცრი კარანტინის რეჟიმი გამოცხადდა. პანდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით, კატალონიის ადგილობრივმა მთავრობამ რაიონის მაცხოვრებლებს შეზღუდვები ისევ დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ესპანეთის რეგიონები მოსახლეობას ნიღბების გამოყენებისკენ მოუწოდებენ. პირბადეები სავალდებულოა როგორც ღია სივრცეში, ასევე - დახურულში, თუ 2 მეტრამდე სოციალური დისტანცირების შენარჩუნება ვერ ხერხდება.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთში სამთვიანი კარანტინი ივნისის შუა რიცხვებში გაუქმდა. ქვეყნის 17-მდე რეგიონის ადგილობრივ მმართველებს აქვთ უფლება გამოაცხადონ საგანგებო მდგომარეობა საკუთარი შეხედულებისამებრ და დააწესონ უსაფრთხოების საკუთარი ნორმები.