მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კავკასუს ონლაინს“ სპეცმმართველად „ოუფენ ნეტის“ დირექტორი დაუნიშნეს

5f75e62196ec7
თელარა გელანტია
01.10.20 18:21
2494
„კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველი მარიამ სულაბერიძე გახდა. კომპანიისთვის სპცემმართველის დანიშვნის გადაწყვეტილებამ კომუნიკაციების კომისიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

სპეციალური მმართველის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 8000 ლარი იქნება.

ცნობისთვის: მარიამ სულაბერიძე სახელმწიფო აიპის „ოუფენ ნეტის“ დირექტორად მიმდინარე წლის ივლისში დანიშნეს, თუმცა „ოუფენ ნეტის“ დირექტორობამდე, კომუნიკაციების კომისიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

როგორც კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა განაცხადა, გადაწყვეტილება დროებითი მმართველის დანიშვნა განპირობებულია იმით, რომ კომპანიის წინააღმდეგ საჯარიმო სანქციის დაწესებამ შედეგი ვერ გამოიღო, ხოლო კომპანიისთვის საქმიანობის შეჩერება კარგი გადაწყვეტილება არ იქნება.

ინფორმაციისთვის: საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ 20 აგვისტოს სხდომაზე "კავკასუს ონლაინს" კიდევ ერთი 270,000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და ერთი თვე მისცა, რათა შებრუნდეს გარიგება, რომლითაც კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი NEQSOL ჰოლდინგი გახდა. ამასთან, კომისიის გაფრთხილების თანახმად, თუკი ერთი თვის განმავლობაში შესაბამისი მოთხოვნა არ იქნებოდა შესრულებული, ჯარიმის ნაცვლად სხვა სახის სანქცია იქნებოდა განხილული. ვადა ამოიწურა და „კავკასუს ონლაინმა“ კომისიის მიერ დაკისრებული მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.