31.ოქტომბერი .2020 14:12

კახა კალაძე "ოცნების" აგიტატორებს მადლობას უხდის: გააგრძელეთ მუშაობა

views 436
უკან

თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის კახა კალაძის განცხადებით, დილიდან რამდენიმე საარჩევნო უბანზე ზოგიერთი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ჰქონდა არეულობის მცდელობას.

„ცალკეული ინცინდენტების მიუხედავად, ეს პირები მიზნებს ვერ აღწევენ და, რა თქმა უნდა, ვერც მომავალში მიაღწევენ“, - განაცხადა კალაძემ და მოქალაქეებს მაღალი აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც კალაძე ამბობს, მოსახლეობის აქტიურობაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ როგორც პარტიის მხარდამჭერებს, ისე პარტიის აგიტატორებს, რომლებსაც თბილისის მერმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„საარჩევნო უბნების მიმდებარედ ჩვენი აგიტატორების მუშაობას ცალკეული მედიასაშუალებები წარმოაჩენენ კანონდარღვევად. მე მივმართავ ჩვენს აგიტატორებს - გააგრძელეთ ასე მუშაობა, ეს არ არის კანონდარღვევა და შეგიძლიათ გააგრძელოთ ის, რასაც აქამდე აკეთებდით. საარჩევნო სიები მიღებული აქვს ყველა საარჩევნო სუბიექტს და ყველა პოლიტიკური პარტია აწარმოებს იგივე საქმიანობას“, - განაცხადა კალაძემ.