მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ - კალაძე

64425b8747613
BM.GE
21.04.23 13:50
574
თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალური ქსელის საშუალებით „ქართული ოცნების“ წევრებს პარტიის დაარსების თარიღი მიულოცა, სადაც წერს, რომ "ქართული ოცნების" პრინციპები უცვლელია, რაც ღირსების, თავისუფლების, სამართლიანობის, მშვიდობის, განვითარების, ქვეყნის მდიდარი კულტურისა და ტრადიციების დაცვას მოიაზრებს.

„2012 წლის 21 აპრილს ოფიციალურად დაფუძნდა პარტია, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ქართულ პოლიტიკაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

11 წლის წინ, როდესაც „ქართული ოცნება“ დაარსდა, ბევრს ვერც კი წარმოედგინა, რომ წარსულს ჩაბარდებოდა პოლიტიკური დევნა, ძალადობა, მედიაზე ზეწოლა, საკუთრების ხელყოფა, გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა, პატიმართა არაადამიანური წამება.

დღეს საქართველო ვითარდება, როგორც დემოკრატიული, ეკონომიკურად სტაბილური ქვეყანა. ეს არის, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის დამსახურება და ბიძინა ივანიშვილის უდიდესი ძალისხმევა, რომელმაც ქვეყნის ინტერესების გამო, სიცოცხლის რისკის ქვეშ დააყენა საკუთარი ოჯახი და გააერთიანა საზოგადოება ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმის დასასრულებლად.

„ქართული ოცნების“ მივისწრაფით და ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროინტეგრაციის გზაზე.

ვულოცავ დღევანდელ დღეს „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, ვინც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ ქვეყანას და ერთგულია ჩვენი პარტიის პრინციპების“, - წერს კახა კალაძე.