2025 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი 2 მილიონი ლარის პოლიტიკური შემოწირულება ქართულმა ოცნებამ მიიღო, რაც მთლიანად ქვეყანაში გაცემული პოლიტიკური შემოწირულობების 90%-ია.
პოლიტიკური შემოწირულობების პორტალის თანახმად, 12,000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას კახა კალაძემ, 10,000 ლარის შემოწირულობა განახორციელა ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა თამაზ თამაზაშვილმა, პარტიაში პოლიტიკური შემოწირულობა განახორციელა ქართუ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნატო ხაინდრავამ, რომელმაც 60,000 ლარი გადარიცხა.
ასევე პოლიტიკური შემოწირულობა განახორციელა "ქართუ ბანკის" დირექტორთა საბჭოს სამმა წევრმა - გენერალური დირექტორის მოადგილემ გივი ლებანიძემ 60,000 ლარი გადარიცხა, გენერალური დირექტორის მოადგილემ ზურაბ გოგუამ 55,000 ლარი გადარიცხა, ასევე 55,000 ლარი გადარიცხა დირექტორის მოადგილემ ბექა კვარაცხელიამ, ასევე 40,000 ლარის შემოწირულობა განახორციელა ქართუ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრმა გოჩა ჩიკვილაძემ.
ქართული ოცნების სასარგებლოდ 60,000 ლარი გადარიცხა ალკოჰოლური სასმელების ჯგუფის, "ბოლეროს" დირექტორმა ირაკლი ბექაურმა, RMG Copper-ის ყოფილმა დირექტორმა დავით ბალანჩივაძემ ასევე 60,000 ლარი გადარიცხა, ასევე 40,000 ლარის შემოწირულობა განახორციელა კომპანია "მანგანუმ ლოჯისტიკის" დირექტორმა ევგენი ჯიხვაძემ, ასევე 40,000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას მანგანუმით მოვაჭრე კომპანია "მნ თრეიდინგის" ფინანსურმა დირექტორმა ილია ფრიდონაშვილმა, 20,000 ლარის შემოწირულობა განახორციელა კომპანია "ტორნადო+"-ის დირექტორმა გიორგი ბებიამ, აღნიშნულ კომპანიაში 40%-ის წილს ალექსანდრე ივანიშვილი ფლობს, ამავე კომპანიის მიერ დაფუძნებული კიდევ ერთი კომპანიის "ჯი ემ თი ჯგუფის" დირექტორმა გოგი კახიძემ კი ოცნებას 40,000 ლარი შესწირა. კომპანია იბეროილის 40%-ის მფლობელმა სიმონ გეგელაშვილმა ოცნებას 40,000 ლარი შესწირა, ამავე კომპანიის 30%-ის მფლობელმა გოჩა ჩოკოშვილმა ოცნებას 50,000 გადაურიცხა, იბეროილის 20%-იანი წილის მფლობელმა ირაკლი პეტრიაშვილმა 20,000 ლარის შემოწირულობა განახორციელა, ასევე 20,000 ლარი გადარიცხა იბეროილის 20%-ის მფლობელმა დავით ალიბეგაშვილმა.
2025 წელს ქართული ოცნების შემომწირველების სია:
შემომწირველი | თანხა |
ალექსანდრე ჯაფარიძე | 60,000 |
გიორგი ჩუგუაშვილი | 60,000 |
ირაკლი ბექაური | 60,000 |
გიორგი აფაქიძე | 60,000 |
ნატო ხაინდრავა | 60,000 |
გიორგი აბრამიშვილი | 60,000 |
დავით ბალანჩივაძე | 60,000 |
გივი ლებანიძე | 60,000 |
ნიკოლოზი შეყრილაძე | 55,000 |
ზურაბ გოგუა | 55,000 |
ბექა კვარაცხელია | 55,000 |
ნიკოლოზ ჩარკვიანი | 55,000 |
გურამ თალაკვაძე | 50,000 |
გოჩა ჩოკოშვილი | 50,000 |
ბაქარ დევდარიანი | 50,000 |
ლაშა გაფრინდაშვილი | 47,000 |
მერაბ თევზაძე | 45,600 |
გოგი კახიძე | 40,000 |
ილია ფრიდონაშვილი | 40,000 |
დავით ბოჭორიშვილი | 40,000 |
ზაქარია მარიამიძე | 40,000 |
სიმონი გეგელაშვილი | 40,000 |
ევგენი ჯიხვაძე | 40,000 |
გოჩა ჩიკვილაძე | 40,000 |
თამარ ჭიღლაძე | 40,000 |
ნიკოლოზ გულუა | 40,000 |
სამველ ხაჩატურიან | 35,000 |
ნინო ბუაჩიძე | 30,000 |
კახაბერ გაბეშია | 30,000 |
ზურაბ დიდბერიძე | 30,000 |
ლაშა მშვიდობაძე | 30,000 |
მადონა მამაცაშვილი-გაგნიძე | 30,000 |
დიმიტრი ხომერიკი | 30,000 |
ბაჩანა ძაგანია | 30,000 |
ნინო ცეცაძე | 30,000 |
ირინა მუსერიძე | 30,000 |
გიორგი ტრიპოლსკი | 30,000 |
მანანა ნადირაძე | 30,000 |
ირაკლი ალიბეგაშვილი | 30,000 |
ზურაბ ბასარია | 30,000 |
გიორგი ჯანელიძე | 20,000 |
გიორგი ბებია | 20,000 |
ლაშა მჭედლიშვილი | 20,000 |
იოსებ სიხაშვილი | 20,000 |
ნუგზარი კურტანიძე | 20,000 |
დავით ალიბეგაშვილი | 20,000 |
მიხეილ ნიკოლეიშვილი | 20,000 |
ზურაბ თევზაძე | 20,000 |
სპარტაკ ნინიაშვილი | 20,000 |
ლევან სუხიტაშვილი | 20,000 |
ირაკლი პეტრიაშვილი | 20,000 |
კახა კალაძე | 12,000 |
ნორიკ კირაკოსიანი | 11,550 |
გიორგი ბოლოთაური | 10,000 |
მიხეილ მებუკე | 10,000 |
თამაზ თამაზაშვილი | 10,000 |
ლაშა მამალაძე | 5,000 |
ვლადიმერ წივწივაძე | 5,000 |